

მინიფეხბურთის ჩემპიონატში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 16 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ნახევარფინალურ შეხვედრებში ერთმანეთს შეხვდნენ ბორისა და ხარაგაულის #2, კიცხისა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდები. ფინალში, რომელიც კიცხისა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლებს შორის გაიმართა, დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება კიცხის სკოლამ მოიპოვა.
კიცხელთა გუნდის კაპიტანი ერეკლე გამრეკელაშვილი ამბობს, რომ ასეთი ტურნირები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. „ჭიდაობით ვარ დაკავებული, თუმცა ჩემი სკოლის ფეხბურთის გუნდს ყოველთვის გვერდით დავუდგები“, – ამბობს ერეკლე.
კიცხის სკოლის სპორტის მასწავლებელი ჟორა მაჩიტაძე თვლის, რომ „ასეთი ტურნირებით მონაწილეები ერთმანეთს უმეგობრდებიან. ამ შეჯიბრისთვის აქტიურად ვემზადებოდით. ჩემი მოსწავლეები ძლიერად მოტივირებულები იყვნენ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.“
მინიფეხბურთი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულში სპორტის შვიდ სახეობაში ტარდება.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: მინიფეხბურთში გამარჯვებული კიცხის სკოლის გუნდი სპორტის მასწავლებელთან და მსაჯთან ერთად
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი