

ღონისძიება ეძღვნება ყველა დედას, რომელიც დილიდან დაღამებამდე მუხლჩაუხრელად შრომობს და არ გრძნობს დაღლას;
დედას, რომელიც ოჯახის მძიმე უღელს ღირსეულად ატარებს მეუღლესთან ერთად; ცალუღელა დედას, რომელიც საუკეთესო შვილებს ზრდის;
დედას, რომელიც მატერიალური სიდუხჭირის მიზეზით ცხრა მთას იქით წავიდა და შორიდან ეფერება შვილებს, – მიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორმა, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა დევდარიანმა დამსწრეთ.
ორიგინალურად გაფორმებულ დარბაზში თვალხატულა გოგო-ბიჭებმა ძალიან ლამაზი, ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს დედის დღეს.
წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები. შეასრულეს სიმღერები, რაშიც მათ მუსიკის მასწავლებელი დარეჯან გვაძაბია ეხმარებოდა.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ხვედელიძემ, მასწავლებლებმა მერი გიორგიძემ, ნაირა კვინიკაძემ და ვენერა კიკნაძემ აღფრთოვანება ვერ დამალეს შესანიშნავი, სასიამოვნო ღონისძიების გამო და გულწრფელი მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და ნანა მასწავლებელს.
„ასეთი დღეები ძალიან გვჭირდება. თანამედროვე ცხოვრებაში, როცა გრძნობებისგან თითქოს დაიცალა ადამიანი და კომპიუტერულ, ვირტუალურ სამყაროს მიეჭაჯვა, დადებითი ემოციის გამოწვევას დიდი მნიშვნელობა აქვს,“ – აღნიშნა ნაირა კვინიკაძემ.
ღონისძიების მონაწილე უმცროსკლასელებმა თავიანთ დედიკოებს დედის დღე ღია ბარათებით მიულოცეს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი