მთავრობის 25 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იმ სოფელთა ჩამონათვალში, სადაც 2016 წელს გაზიფიცირებისათვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება, არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – ლაშე და კიცხი.
გასულ წელს იგეგმებოდა ოთხი სოფლის – ბაზალეთის, ახალსოფლის, ჩხერისა და თეთრაწყაროს გაზიფიცირება.
ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ დაუკავშირდა ენერგეტიკის სამინისტროსა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ ადმინისტრაციას. მისივე ინფორმაციით, ამ ოთხი სოფლის გაზიფიცირების პროექტი შარშან მომზადდა.
„ორივე უწყებაში დამიდასტურეს ბაზალეთის, ახალსოფლის, ჩხერისა და თეთრაწყაროს გაზიფიცირების ვალდებულება. თუმცა ისიც მითხრეს, რომ „სოკარ ჯორჯია გაზმა“ შარშან სამუშაოების დაწყება არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. განმიმარტეს, რომ ის ოთხი სოფელი კვლავ პრიორიტეტია როგორც სამინისტროსთვის, ისე კომპანიისთვის. მიმდინარეობს ფინანსების მოძიება გაზიფიცირების სამუშაოების დასაწყებად,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ მარკეტინგისა და პიარის სამსახურის უფროსის, თეონა რუხაძის ინფორმაციით, ის პროექტები, რომლებიც შეთანხმებულია ენერგეტიკის სამინისტროსთან და გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდზე, აუცილებლად განხორციელდება.
„ეს ვალდებულება აუცილებლად უნდა შესრულდეს 2017 წლის ბოლომდე. ზუსტად თარიღს, როდის მოხდება ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირება, ვერ გეტყვით,“ – აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში თეონა რუხაძემ.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი