

ამის შესახებ პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება.
პირებს, რომლებიც ცხოვრობენ 2016 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალ სოფლებში, თემებსა და დაბებში, შეუნარჩუნდებათ 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო შეღავათი საშემოსავლო გადასახადში.
ხარაგაულის შემთხვევაში ეს შეეხებათ ზვარეში, წიფაში, ჩრდილსა და ნადაბურში მცხოვრებთ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის 40-მდე სოფელი იყო ამოვარდნილი. ეს შეეხება ტყიბულის სოფლებსაც და ა.შ.
ეს ინფორმაცია პარლამენტარ ნოდარ ებანოიძისგან მივიღეთ.
„დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ვიხილავთ ამ კანონპროექტს. ამ კვირის განმავლობაში, მაღალი ალბათობით, მივიღებთ ამ კანონს, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება,“ – ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე.
მისივე თქმით, პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანის სტატუსდაკარგულ სოფლებს კვლავ მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში