

ამის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 29 თებერვლის სხდომაზე საკრებულოს წევრმა მარინე ვეფხვაძემ გაავრცელა.
მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, 3 მარტს ხარაგაულში არაინვაზიური კარდიოლოგიის ცენტრი „სისტოლა“ და შპს „კარდიოექსპრესი“ ექიმთა ჯგუფთან ერთად აწარმოებენ მოსახლეობის სამედიცინო გასინჯვებს.
პაციენტებს უფასოდ მოემსახურებიან კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები და ქირურგი-გასტროენტოროლოგი.
საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს გადაუღებენ ელექტროკარდიოგრამას. გაისინჯება შაქრის ანალიზი სისხლში.
ექიმები პაციენტებს მიიღებენ ბორის სკოლა-პანსიონის შენობაში 3 მარტს, 11:30-დან 17:00 საათამდე.
ხარაგაულის მოსახლეობას ბორში მისასვლელად უფასოდ მოემსახურება მიკროავტობუსი. მსურველები უნდა მიბრძანდნენ 12:00 და 14:00 საათებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით სამედიცინო მომსხურების ჯგუფთან მოლაპარაკებებს აწარმოებს საკრებულოს დეპუტატი მარინე ვეფხვაძე.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების