
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) 25 თებერვალს გამოაცხადა ტენდერი უბისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების დასაწყებად.
უბისას მონასტრის კოშკზე ასასვლელი ხის ამორტიზებული კიბის ნაცვლად ახალი მოეწყობა, შეიცვლება კოშკში შესასვლელი კარი. საკურთხევლის იატაკი ერთ დონეზე გასწორდება და კირქვით მოპირკეთდება.
უბისას მონასტერი IX- XIV საუკუნის ძეგლია. მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 175 კილომეტრში. უბისას სამონასტრო კომპლექსი მოქმედი ღია მონასტერია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისათვის.
უბისას მონასტერი დააარსა გრიგოლ ხანძთელმა. მონასტრის შემადგენლობაშია წმ. გიორგის ეკლესია (IX საუკუნე), ასევე ოთხ სართულიანი კოშკი – მესვეტის საცხოვრებელი (1141 წელი), უძველესი გალავნის ნანგრევები (XII საუკუნე) და სხვა შენობა-ნაგებობები. მოგვიანებით კომპლექსს დაემატა ახალი ნაგებობა XVI საუკუნის სამრეკლოს სახით. ეკლესია და კოშკი აშენებულია მოყვითალო ფერის შირიმის ქვისგან.
უბისა განსაკუთრებულად განთქმულია XIV საუკუნის ფრესკებით. ასამბლეის ღირშესანიშნაობას წარმოადგენს მხატვარ გერასიმეს ნამუშევრები, შესრულებული დამიანეს ხელმძღვანელობით: „გერასიმეს ხელით, რომელიც იყო დამიანეს მოწაფე“.
უბისას სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. სხვადასხვა პერიოდში რესტავრაციის არასწორი მეთოდის შერჩევამ გამოიწვია ძირითადი ტაძრის მხატვრული სახის ცვლილება, კერძოდ: დასავლეთი მინაშენის ჩრდილოეთ ფასადზე საპირე წყობა აღდგენილია არაიდენტური ქვის მასალით, კედლის ზედა ნაწილები აღდგენილია რიყის ქვებით ცემენტის ხსნარის გამოყენებით, არ აქვს ლავგარდანი.
ასეთივე მდგომარეობაა ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნავებში. სამხრეთ კარიბჭის დასავლეთ და აღმოსავლეთ გახსნილი თაღები ამოშენებულია, დაზიანებულია და აღსადგენია ფრონტონის ლავგარდანი არსებული პროფილისა და იდენტური ქვის მასალით. სარინელის გარკვეული ფრაგმენტები დაზიანებულია, ხავსმოდებულია ცოკოლის საფეხურები. ცენტრალური დარბაზის ქვის იატაკის გარკვეული ფრაგმენტები. იატაკზე გაჩენილი ჩაღრმავებები ზოგიერთ ადგილებში აღდგენილია ბეტონის მასალით. საკურთხეველში 11 11 იატაკის დონე ტრაპეზის ქვის მიდამოებში სხვადასხვაა და საჭიროებს გადაწყობას. ამორტიზირებულია ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე კოშკში ამავალი კიბე, აივანი და კარი.
ზემოთ აღნიშნული დაზიანებების აღმოფხვრის შემდგომ კომპლექსი მაქსიმალურად მიუახლოვდება პირვანდელ სახე. ხოლო სარესტავრაციო სამუშაოები დაიცავს ძეგლს შემდგომი დაზიანებისგან, ბუნებრივი კატასტროფებისა და სუსხიანი ამინდებისგან.
რეგიონული განვითარების პროექტით, მსოფლიო ბანკისგან მიღებული დაფინანსებით, უბისას მონასტრის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოეწყობა მსუბუქი ტურისტული ინფრასტრუქტურა და მონასტრისთვის წყალმომარაგების სისტემა. გათვალისწინებულია ობიექტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გზის გარე განათების დამონტაჟება.
უბისას სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.
ტენდერში მონაწილეობისათვის წინადადებები 7 მარტიდან 11 მარტამდე მიიღება.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების
20 ივნისს, სოფელ ლეღვანში მელანო (მედიკო) ცხოვრებაძე-ლაცაბიძემ
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის