

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე 21 თებერვლიდან, საქართველოს პარლამენტისა და აუდიტის სამსახურის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.
ვიზიტის მიზანია ფედერალური აუდიტის სამსახურისა და საჯარო ანგარიშთა კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებისა და მათი საქმიანობების გაცნობა.
შეხვედრები იმართება გერმანიის ფედერალური აუდიტის სამსახურსა და ბუნდესთაგის საჯარო ანგარიშთა კომიტეტში.
ვიზიტი ხორციელდება GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), გერმანიის გენერალური აუდიტის სამსახურისა (BRH) და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის მიმდინარე დაძმობილების პროექტის (Twinning) ფარგლებში.
გერმანიაში დელეგაციის ვიზიტი 27 თებერვლამდე გაგრძელდება.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების