

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს, 24 თებერვალს, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხარაგაულის საკრებულოს წევრ მარინა ვეფხვაძის ინიციატივით გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ხარაგაულელი პოეტები, ღვაწლმოსილი პედაგოგები და ლიტერატურის მოყვარულები.მათ გაიხსენეს წარსული, წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს მწერლობაზე.
ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, ღვაწლმოსილი პედაგოგი ენდი ბუაჩიძე ამბობს, რომ წიგნი არის კაცობრიობის მეხსიერება. მასში გადმოცემულია ის, რაც საუკუნეების განმავლობაში საზოგადოებამ განიცადა. „ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი ახალგაზრდები წიგნებს დაშორდნენ და კომპიუტერს მიეჯაჭვნენ. იმედი მაქვს, ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში წიგნით დაინტერესებას,“ – აღნიშნავს ენდი ბუაჩიძე.
ღონისძიებაზე საკუთარი ლექსები წაიკითხეს ვალერი გოგნაძემ, ნიკო წიკლაურმა, ლიზი ბარბაქაძემ. საყვარელი ლექსები ასევე წაიკითხეს ვარლამ ვეფხვაძემ, ირინე ჩხეიძემ, ვალოდა კელენჯერიძემ და სხვებმა.
თამთა გოგოლაძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში