

დღეს, 23 თებერვალს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ სპეციალისტმა უჩა ჯიბღაშვილმა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორ ნიკო მაჭავარიანთან ერთად მოინახულა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი რამდენიმე სოფლის ბიბლიოთეკა.
ნიკოლოზ მაჭავარიანის თქმით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ამ ინფორმაციის საფუძველზე, პროექტში „ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ მონაწილეობისათვის განიხილავენ ხევის, ბორითის, ვერტყვიჭალას, ღორეშის, კიცხის, ლეღვანისა და პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკებს.
უჩა ჯიბღაშვილის თქმით, ადგილზე დაათვალიერებენ ბიბლიოთეკებს, გაესაუბრებიან ბიბლიოთეკარებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
პროექტს „ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „აირექსის“ ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს.
პროექტი შარშან დაიწყო კახეთის რეგიონში. შერჩეული 48 სოფლის ბიბლიოთეკა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით.
„2016 წელს დაიწყო ამ პროექტის მეორე ეტაპი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩევა 70 ბიბლიოთეკა, რომელიც ჩაერთვება პროექტში. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ბიბლიოთეკის მომსახურებით,“ – ამბობს უჩა ჯიბღაშვილი.
თამთა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“