

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნაზე მუშაობას აგრძელებს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს დასახლებული პუნქტების 85% უკვე ერთიან მონაცემთა ბაზაშია თავმოყრილი.პროექტის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან ერთად ნებისმიერი დასახლებული პუნქტის მდებარეობის მოძიება ინტერნეტით, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge მარტივად შეეძლებათ. გეომონაცემთა ბაზა სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებების შესაბამისად მუდმივად განახლდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ მუნიციპალიტეტებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ. მუნიციპალიტეტების რეესტრში თითოეული მუნიციპალიტეტი დეტალურად რეგისტრირდება: რეესტრში აისახება ისეთი მონაცემები, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სტატუსი, ადმინისტრაციული ცენტრი, მასში შემავალი დასახლებული პუნქტები და ა.შ. ეს ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე napr.gov.ge, თუმცა ჯერჯერობით მას თან არ ახლავს დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები). დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნა სწორედ ამ შესაძლებლობის დამატებას ისახავს მიზნად.
პროექტის განხორციელების შემდეგ გამარტივდება დასახლებების გეოგრაფიული მდებარეობის მოძიება, მათი იდენტიფიცირება რუკაზე ან ინტერაქტიული რუკის ვებაპლიკაციაზე, რაც განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ერთი ადმინისტრაციული ერთეული იდენტური სახელწოდების მქონე ორ დასახლებულ პუნქტს შეიცავს.
პროექტის რეალიზების შემდეგ ქვეყანაში პირველად შეიქმნება დასახლებული პუნქტების ერთიანი, ვალიდური მონაცემები, რომელთა გამოყენება ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებას შეეძლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი