

მიმდინარეობს მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლის, ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ იმ ფერმერებს, რომლებიც ფლობენ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილ სახნავ მიწას ფართობით 1,25 ჰა.
იმ ფერმერებს, რომლებიც ფლობენ 0,25 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს, აგრო ბარათზე პირველ მარტს დაერიცხებათ 50 ქულა. ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, ხარაგაულში 3 541 ასეთი ფერმერია.
ფერმერებს, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად, გადაეცემათ ამ ნაკვეთის პროპორციული ღირებულების ხვნის ბარათი – 1 ჰა-ზე 140 ლარის გადაანგარიშებით. ვაჟა მაჭავარიანის თქმით, ხარაგაულში ასეთი 8 116 ფერმერია.
თუ ფერმერს არ სურს ხვნის ბარათით სარგებლობა, უკან უნდა დაუბრუნოს გამგებლის წარმომადგენელს, რათა ამ ბარათით გათვალისწინებული სარგებლის ექვივალენტი ქულები დაერიცხოს აგრო ბარათზე.
მოსარგებლეებს ქულები დაერიცხებათ 2014-2015 წლებში „ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემულ აგრო ბარათებზე. აგრო ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოსარგებლემ გამგებლის წარმომადგენელს უნდა მიმართოს. მათ დაურიგდათ შესაბამისი ინსტრუქცია სასოფლო-სამეურნეო ბარათების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ხვნის ბარათის მფლობელებს მიწას ხარაგაულში შპს „მექანიზატორი“ დაუხნავს. ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
შარშან შარშანწინდელზე ცოტა ფერმერმა დაიტოვა ხვნის ბარათი. თუ რამდენი ხარაგაულელი ფერმერი გამოიყენებს დახვნის ბარათს 2016 წელს, სავარაუდოდ მომავალ კვირაში გვეცოდინება,“ – ამბობს ვაჟა მაჭავარიანი.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“