
ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებული ინოვაციების ცენტრში დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა საკითხებზე ტრენინგები იმართება.
„დიდი ინტერესი გამოიწვია ტრენინგმა დისტანციურ პლატფორმებთან წვდომის შესახებ.
ახალგაზრდებმა მოისმინეს, თუ როგორ იშოვონ სამუშაო ინტერნეტის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად, მიიღონ ანაზღაურება და მარტივად გაუჩნდეთ შემოსავალი,“ – ამბობს ინოვაციების ცენტრის მენეჯერი ლიკა სვანიძე.
„შევეცადე, ხარაგაულში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გამეცნო ის შესაძლებლობები, რასაც ჰქვია ხარაგაულიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში კომუნიკაცია. შევეცადე ამეხსნა, რამდენად შეიძლება დაფასდეს ცოდნა. მთავარია, ადამიანმა მიმართულება აიღოს განათლებისკენ და შემდეგ უამრავი გზა არსებობს იმისთვის, რომ კვალიფიკაცია და ცოდნა დაუფასდეს, – ამბობს ჯეოლაბის მენტორი ლაშა ებიტაშვილი, – ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის გამოწვევაზე – freelancer-ზე, რაც ნიშნავს თავისუფალ დასაქმებულ პიროვნებას. ეს არის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პოულობს ინტერნეტის საშუალებით თავისი კვალიფიკაციის შესაბამის სამსახურს, თავს აწონებს დამსაქმებელს და შოულობს სამსახურს.“
ტრენინგის მონაწილე ბერიკა ებანოძე ამბობს, რომ მისთვის სასარგებლო ინფორმაცია მოისმინა, რამაც, შესაძლოა, მის მომავალზე სერიოზული გავლენა იქონიოს. მას სურს კვლავ გაგრძელდეს ასეთი შეხვედრები ხარაგაულში.
ნინო გელაშვილის თქმით, ხარაგაულელ ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, მოისმინონ კომპეტენტური რჩევები ინოვაციებთან და ტექნოლოგიებთან წვდომის შესახებ. ნინო ფიქრობს, რომ მომავალში აქტიურად ჩაერთვება ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის ტრენინგებში.
ლიკა სვანიძის თქმით, მომავალი ტრენინგი, სავარაუდოდ, დიზაინის შესახებ გაიმართება.
„ტრენერებს ვიწვევთ მონაწილეთა მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად არის ჩართული ტრენერების შერჩევის პროცესში,“ -ამბობს ლიკა სვანიძე.
ნინო კაპანაძე
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების
20 ივნისს, სოფელ ლეღვანში მელანო (მედიკო) ცხოვრებაძე-ლაცაბიძემ
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის