

საქართველოს პარლამენტის ბელარუსის რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები 9-11 თებერვალს, სამუშო ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან ვიქტორ გუმინსკისთან, საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ვიქტორ ვალუშიცკისთან, ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტის მოადგილესთან ვასილი ჩერნიკთან, ქ. ბრესტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ პირებთან.
შეხვედრებზე განხილული იყო საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები საპარლამენტო დონეზე. მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივებზე და არსებული თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.
შეხვედრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას ორი ქვეყნის კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობა წარმოადგენდა.
ქართულმა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნოდარ ებანოიძე, ქ. ბრესტის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში