

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში ექვსი პირი მონაწილეობდა.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ვაკანსიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომისიის ორ წევრს, – მაყვალა სულაქველიძესა და ლალი ტალახაძეს, – უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა ამოეწურათ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად მაყვალა სულაქველიძე და ნელი ვეფხვაძე აირჩია. მაყვალა სულაქველიძემ ცესკოს 13-ვე წევრის მხარდაჭერა დაიმსახურა, ხოლო ნელი ვეფხვაძემ კონკურსში ცესკოს 9 წევრის მხარდაჭერით გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა გია ცისკაძე, მოადგილე – კახაბერ კალანდაძე, წევრები: მაყვალა სულაქველიძე, ქეთევან მოდებაძე და ნელი ვეფხვაძე.
2016, 2017 და 2018 წლების საპარლამენტო, თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებას ვუსურვებთ #48 ხარაგაულის სოლქო საარჩევნო კომისიას.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების