

ოთხი წელია, რაც „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობისას გაურკვეველი იყო ზვარეს საჯარო სკოლის ბედი.
სკოლის დირექტორის, ნატო შათირიშვილის თქმით, იმის გამო, რომ სკოლა შენობას ვერ ირეგისტრირებს, ვერ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.
„გაგვაგებინეთ, დაინგრევა თუ არა სკოლის შენობა. რა დააშავა 76-მა მოსწავლემ, რომ არ აქვთ სათანადო პირობები სწავლისთვის. სკოლა ინახავს დღეს სოფელს. ხარაგაული ისედაც მიგრაციულია და გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა ამ პროცესს უფრო დააჩქარებს. სკოლის სახურავი და კარ-ფანჯრები სასწრაფოდ შესაცვლელია. შენობაში ჩამოდის წყალი და სწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. რამდენჯერმე დავსვით ეს საკითხი „საქართველოს რკინიგზის“ წინაშე და პასუხი ვერ მივიღეთ,“ – აღნიშნა ნატო შათირიშვილმა რკინიგზის მშენებლობის საპროექტო ცვლილების განხილვისას.
„საქართველოს რკინიგზის“ მასშტაბური პროექტების ხელმძღვანელის, გიორგი ზაზაშვილის ინფორმაციით, პროექტის ახლანდელი ვარიანტით სკოლის შენობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. „მაქსიმალურად მცირე დროში მივატოვებთ ამ საკუთრებას. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ სკოლა არ დაინგრევა, მანდ ხიდი კეთდება და იზოლირებულად იქნება სკოლა.“
ზვარეს სკოლის დირექტორის, ნატო შათირიშვილისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ „საქართველოს რკინიგზიდან“ და აცნობეს, რომ დაწყებულია შესაბამისი პროცედურები საჯარო რეესტრში ქონების დარეგისტრირების თაობაზე.
არსებული პროექტის თანახმად, რკინიგზის მაგისტრალი ზვარეს სკოლიდან ოც მეტრში აშენდება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი