

დღეს, 8 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს.
მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის N175 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 364 578 ლარი გამოეყო.
აქედან: გზების რეაბილიტაციაზე 1 990 850 ლარი, მათ შორის:
-უბისა-ღორეშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სოფელ უბისის საავტომობილო ხიდიდან სოფელ ღორეშის ადმინისტრაციულ ცენტრამდე – 1 139 778 ლარი;
– ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია ადმინისტრაციული ცენტრიდან სოფელ ღარიხევის გადასახვევამდე – 273 420 ლარი;
– გზის დამცავი კედლების მოწყობა – 103 290 ლარი;
– სოფელ გედსამანიის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (სკოლამდე) – 474 362 ლარი;
საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციოდ – 373 728 ლარი, მათ შორის:
– ხარაგაულის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – 132 288 ლარი;
– სოფელ ხევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – 84 274 ლარი;
– სოფლებში ღორეშა, წიფა და მოლითის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია – 157 166 ლარი.
რგფ-დან თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცვლილება შეაქვს 2016 წლის ბიუჯეტში.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისგან წარდგენილ მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „აუცილებლობიდან გამომდინარე, 2016 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან საჭიროა 4,0 ათასი ლარის გადატანა ა(ა)იპ „სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის“ სუბსიდიაში, კომუნალური ხარჯების დასაფარავად.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი