

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელს – ნუნისს, პატარა სახვლარს, გოლისს, გოლათუბანს, გუდათუბანსა და ფონას გასული წლის ბოლოს მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი მიენიჭა.
რამდენადაა შესაძლებელი, რომ ამ ექვსი სოფლის გარდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებსაც მიენიჭოს მაღალმთიანის სტატუსი, – ამასთან დაკავშირებით მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრი, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე გვპასუხობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა წიფას, ჩრდილის, ზვარესა და ნადაბურთან დაკავშირებით.
ნოდარ ებანოიძემ 22 იანვარს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამ სოფლების ზღვის დონიდან მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. სოფელი წიფა ზღვის დონიდან 690-870 მეტრზე მდებარეობს, ჩრდილი – 540-830 მეტრზე, ზვარე – 560-810 მეტრზე, ნადაბური – 500-900 მეტრზე.
„ამ ოთხ სოფელზე მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების საკითხს მთის განვითარების ეროვნული საბჭო მას შემდეგ განიხილავს, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა წერილობით მიმართავს საბჭოს. ოთხივე სოფელზე გვინდა რომ დავაყენოთ საკითხი და ვნახოთ, რა გამოვა. ვფიქრობ, რომ წიფაზე მაღალმთიანის სტატუსის მინიჭება უფრო რეალურია,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს.
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი