

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ნადაბურის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ გელაშვილმა ნადაბურში საბავშვო ბაღის შენობის აშენებისა და გახსნის საკითხი დააყენა.
„წარმოდგენილი მაქვს საბავშვო ბაღის ასაკის 33 ნადაბურელი ბავშვის დაბადების მოწმობები, – აღნიშნა მიხეილ გელაშვილმა პირველ თებერვალს სხდომაზე, – მათ შორის 15 ბავშვი 2 წლამდე ასაკისაა, 18 ბავშვი კი – 2-დან 6 წლამდე ასაკის.
გთხოვთ, ამის საფუძველზე მოვამზადოთ წერილი და მივმართოთ გამგეობას ნადაბურში საბავშვო ბაღის შენობის ასაშენებლად.“
ნადაბურში საბავშვო ბაღი დღემდე არასდროს ყოფილა.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების