

ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში 31 იანვარს ჩატარდა ტრენინგები ინოვაციების ცენტრის მომხმარებლებისთვის.
კომპანია UGT-ის წარმომადგენელმა სანდრო ქარუმიძემ ისაუბრა თემაზე: ინტერნეტის შექმნის ზოგადი ისტორია და ინტერნეტის განვითარება საქართველოში. მან დამსწრე საზოგადოებას დაწვრილებით უამბო ინტერნეტის შექმნისა და განვითარების ისტორია, რამდენად მოხმარებადია იგი საქართველოში.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან მოწვეულმა ტრენერმა, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) წარმომადგენელმა და Google-ის დეველოპერთა ჯგუფის დამფუძნებელმა ნინუცა ნანიტაშვილმა დამსწრეთ გააცნო Google-ის შექმნის ისტორია და Google-ის სერვისები. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგში, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრის მომხმარებლებს სურთ, მომავალში მოისმინონ ტრენინგები ვებ-გვერდების, სოციალური საიტების, აპლიკაციების შექმნის შესახებ, კოსმოსში თანამგზავრებისა და პროფესიული ორიენტაციის შესახებ.
ცენტრი შეძლებისდაგვარად შეეცდება დააკმაყოფილოს მოსწავლეების სურვილები და მოიწვიოს ტრენერები დაინტერესებულ თემებთან დაკავშირებით,“ – ამბობს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი ლიკა დევდარიანი.
ფოტოზე: ტრენინგის შემდეგ.
ინოვაციების ცენტრის ფოტო
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი