

მეოთხე თვეა, რაც ხარაგაულის სოფლებში მცხოვრები, სიმღერის მოყვარული ქალბატონები შეიკრიბენ და ლოტბარ ალეკო კახიშვილის დახმარებით მომღერალ ქალთა ანსამბლად ჩამოყალიბდნენ.
დღეს, 28 იანვარს, ხარაგაულის კინოთეატრში ახლადშექმნილ ანსამბლ „მანდილის“ დებიუტი შედგა.
„მანდილი“ ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელ ხათუნა მანჯავიძის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა,
მომღერალ ქალთა ანსამბლის შექმნა სოფლად მცხოვრები ქალბატონების შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა-რეალიზაციასა და საზოგადოებაში პოზიტიური განწყობის შექმნას ემსახურება.
გთავაზობთ „მანდილის“ რამდენიმე წევრის ვიდეოპორტრეტს.
მომავალში „მანდილის“ დანარჩენი წევრების ვიდეოპორტრეტებსაც შემოგთავაზებთ.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების