ამ წუთებში ხარაგაულში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ჟურნალისტებისთვის დახურულ შეხვედრას მართავს.

შეხვედრაზე იმყოფებიან სოკარ ჯორჯია გაზის, ენერგო პრო-ჯორჯიას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა უწყებების რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრება პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე.

ჟურნალისტებს დახურული შეხვედრის დაწყებამდე მხოლოდ ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მოგვეცა.

ჯერჯერობით, ბუნდოვანია შეხვედრის დახურვის მიზეზი, – ჩვენთვის არავის განუმარტავს, რომ განსახილველი საკითხები შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ, პირად ან სამხედრო საიდუმლოებას. კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევებშია შესაძლებელი სამუშაო შეხვედრის დახურვა.

„წმინდა სამუშაო შეხვედრაა, – განგვიცხადა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის წარმომადგენელმა სალომე ჩინჩალაძემ, – შიგნით ყოფნა არაფერს მოგცემდათ. ყველა საშუალებას მოგცემთ, რომ იქედან გამოსულ სტუმარს შეკითხვა დაუსვათ.“

შეხვედრა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკონფერენციო დარბაზში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ნინო კაპანაძე
ლაურა გოგოლაძე

gubernatorTa-shekhvedra samushao)shekhvedar