![](https://chemikharagauli.com/wp-content/uploads/2016/01/sakrebulos_biuro.png)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 2016 წლის პირველი საბიუჯეტო ცვლილება 18 იანვარს ბიუროს სხდომაზე განიხილა. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, გასული წლის ბოლოს, 30 და 31 დეკემბერს, ხაზინამ ოპერაციები აღარ შეასრულა. ამის გამო რამდენიმე გადარიცხვა ვერ განხორციელდა შარშან შესრულებულ სამუშაოებზე.
მისივე ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოებზე გამოყოფილი 145 ათასი ლარიდან გასულ წელს 103 ათასი ლარია ათვისებული. დარჩენილი ნაშთიდან 16, 8 ათ. ლარი გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება, 4,4 ათასი ლარი – ხიდების რეაბილიტაციაზე, 19,9 ათ. ლარი – სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, 11,9 ათ. ლარი ბორითი-მარიამწყარო-ღორეშის გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის (120,0 ათ. ლარი) ნაშთიდან გამოიყო.
რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის, თანადაფინანსების სახით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა უნდა დაფაროს თანხა მთლიანი ღირებულების 5%-ის ოდენობით.
პროექტების თანადაფინანსებისთვის სულ საჭიროა 148,5 ათ. ლარი. აქედან:
– გზების რეაბილიტაციის თანადაფინანსებისთვის საჭიროა 99,3 ათ. ლარი (გზების ხარჯების მუხლიდან – საქონელი და მომსახურება – თანხა გადააქვთ არაფინანსური აქტივების ზრდის ხარჯებში);
– საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის თანადაფინანსებისთვის საჭიროა 19,7 ათ. ლარი;
– ზვარეს ახალგაზრდული ბანაკის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის – 29,5 ათ. ლარი.
ამ ხარჯების გასაწევად მცირდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხარჯები 25,0 ათ. ლარით, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ხარჯები – 24,2 ათ. ლარით.
როგორც მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, 2016 წლის პირველი იანვრისთვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან (115,9 ათ. ლარი) საკრებულოს ხარჯებში გადაიტანეს 1,5 ათ. ლარი საწვავის, მცირე ინვენტარისა და კომპიუტერების შესაძენად.
გამგეობის ხარჯებში წინა წლის ნაშთიდან 80.8 ათ. ლარი გადმოვიდა. აქედან – 0.1 ათ. ლარი განისაზღვრება მცირე ინვენტარის ღირებულების დასაფარად, 0,5 ათ. ლარი – „საქონელი და მომსახურების“ ხარჯებში; 70,0 ათ. ლარი – „რადარების“ შესაძენად, 4,9 ათ ლარი – ფოტო-ვიდეო აპარატურის შესაძენად.
საბიუჯეტო ცვლილებით, სამხედრო-სააღრიცხვო სამსახურს 0,1 ათ. ლარი გამოეყოფა. 25,0 ათ. ლარი ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიას გადაერიცხება ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, 5,0 ათ. ლარი გამოიყოფა რელიგიის დასაფინანსებლად.
დიდვაკესა და საღანძილეში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის 3,5 ათ. ლარი გამოიყო. ცენტრალური ბიბლიოთეკის სუბსიდირება 30 ათ. ლარით იზრდება.
ეს საბიუჯეტო ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილოს.
ნინო კაპანაძე
ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განუსაზღვრელი
23 დღეა, მსოფლიო გაოგნებული უყურებს,
ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო