

საახალწლოდ კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული #297 ხელშეკრულების თანახმად, 3 800 ლარი გადაუხადა ი/მ „ნოდარ მუხურაძეს.“
ი/მ „ნოდარ მუხურაძე“ დარეგისტრირებულია კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ.
კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორმა საწარმომ 3 800 ლარად რა სახის კულტურული ღონისძიებების მომსახურება გასწია წინასაახალწლოდ, – ამ შეკითხვით გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს, კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე არჩილ ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„3 800 ლარად შევისყიდეთ 28 დეკემბრის ღონისძიებების მომსახურება, – ამბობს არჩილ ლურსმანაშვილი, – სუფრის გარდა, კონცერტი და საჩუქრებისთვის თანხა იყო გამოყოფილი. ასევე, გუბერნატორისა და სხვა სტუმრების ტრანსპორტირება. სათითაოდ კონცერტები ცალკე რომ არ გაგვეწერა, მთლიანად შევისყიდეთ ი/მ „ნოდარ მუხურაძისგან“ მომსახურეობა. ანგარიშფაქტურა არის ბუღალტერიაში.“
ჩვენგან მოპოვებული ინფორმაციით, 28 დეკემბერს ი/მ „ნოდარ მუხურაძის“ კუთვნილ საბანკეტო დარბაზში გამართული სუფრისთვის მონაწილეებმა 50-50 ლარი შეკრიბეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში