

ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებების დაქირავებას ითვალისწინებს მძღოლთან ერთად, მხოლოდ ერთმა მიმწოდებელმა – ს/ს „ავტოტრანსმა“ (დირექტორი დავით ხარაძე)- მიიღო მონაწილეობა.
მომსახურების შესყიდვის ღირებულებაა 8 995 ლარი.
გათვალისწინებულია, რომ მომწოდებელმა შეასრულოს 20 სვლაგეზი ხარაგაული-თბილისი-ხარაგაული, 20 სვლაგეზი – ხარაგაული-ქუთაისი-ხარაგაული, რვა-რვა სვლაგეზი – ხარაგაულიდან კიცხისა და ბორითის მიმართულებებით და უკან, ხუთ-ხუთი სვლაგეზი – ხარაგაულიდან ვერტყვიჭალისა და ხევის მიმართულებებით და უკან, ოთხი სვლაგეზი – ხარაგაული-ვახანი-ხარაგაული, სამ-სამი სვლაგეზი – ხარაგაულიდან ზვარეს, ლეღვანისა და ზესტაფონის მიმართულებებით და უკან.
გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე არჩილ ლურსმანაშვილის განმარტებით, გამგეობას და გამგეობის სამსახურებს სჭირდებათ ტრანსპორტირება სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
მაგალითად, გამგეობის კულტურის სამსახური სოფლებში მართავს ღონისძიებებს; თბილისში ტრანსპორტირება ყველაზე ხშირად სჭირდება სამხედრო სამახურს წვევამდელების გადასაყვანად.
მარშრუტების რაოდენობასა და სვლა-გეზებს, არჩილ ლურსმანაშვილის თქმით, წინა წლების გამოცდილების მიხედვით ადგენენ. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა სატენდერო პირობით გამოცხადებული ზუსტად იმდენი სვლა-გეზი არ გახდეს საჭირო ან შეიძლება დამატებით დასჭირდეთ. „ხელშეკრულება გაფორმებული გვექნება, საჭიროების შემთხვევაში მივწერთ წერილს და გამოგვიყოფენ ტრანსპორტს. თანხა მომსახურების შემდეგ ჩაერიცხება,“ – ამბობს არჩილ ლურსმანაშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის თავმდომარე დავით დევდარიანის ინფორმაციით, სატენდერო კომისია დღეს იმსჯელებს ტენდერში მონაწილე მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“