

9 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ეროვნული სასწავლო ოლიპიადის მეორე ტური ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა.
მერვე წელია, ხარაგაულში ოლიმპიადების მიმდინარეობას საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელი მაია კიკნაძე ხელმძღვანელობს. ქალბატონი მაია ამბობს, რომ წელს, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე ცოტა მონაწილეა: „მათემატიკაში მეორე ტურში გადასული სამი მოსწავლედან მხოლოდ ერთი გამოცხადდა, რუსულში – ათიდან – ორი. საერთოდ არ გვყავს ხარაგაულში სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეები ფიზიკაში, ფრანგულსა და გერმანულში.“
მაია კიკნაძის ინფორმაციით, „ყველაზე მეტი მოსწავლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოცხადდა. გეოგრაფიაში, ინგლისურსა და ქიმიაში ორ-ორი სექტორია. როგორც ჩანს, მოსწავლეთა კონტინგენტიც იკლებს. ალბათ მიგრაციაა და დიდი ქალაქებისკენ მიისწრაფვიან. ვფიქრობ, რომ ხარაგაულში უკეთესი პირობებია სწავლისთვის, ვიდრე – ქალაქებში. გასულ წლებში ხარაგაულელმა მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს ჰუმანიტარულ საგნებში. გული მწყდება, რომ წელს მონაწილეთა რაოდენობაც ნაკლებია და დასწრებაც.“
მაია კიკნაძის თქმით, სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სწავლის დონის ამაღლება. მისი ინფორმაციით, პირველ ადგილზე გასული მოსწავლე დასაჩუქრდება ლეპტოპით და ათასი ლარით, მეორე ადგილზე გასული 700 ლარს მიიღებს, მესამე ადგილზე გასული – 500 ლარს. საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები ინგლისურენოვან ბანაკში ისვენებენ და მათ შორის წარმატებულები დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებიან.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი აბაშიძე მიიჩნევს, რომ რთული საკითხები შეხვდა, – ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ორი თემა უნდა დაეწერა. ამისთვის, კი ანის თქმით, აუცილებელია ზოგადი განათლება. ანი იმედოვნებს, რომ წარმატებას მიაღწევს.
„ეროვნული ოლიმპიადის საკითხები ყოველწლიურად რთულდება და ამით დონე თანდათან მაღლდება, – ამბობს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე არჩილ მაისურაძე, – მათემატიკისა და ფიზიკის საკითხები კომაროვისა და ვეკუას სკოლების მოსწავლეებზე უფროა გათვლილი.“
ვერა ოდიკაძე, მეთვალყურე: -წელს, წინა წლებთან შედარებით, პროგრამა უფრო მეტად დახვეწილია. გასულ წელს ჩემი მოსწავლე ბიოლოგიაში დასკვნით ტურში მონაწილეობდა და დაჯილდოვდა 23 დღიანი საგზურით ინგლისურენოვან ბანაკში. ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ მოსწავლეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადით. დიდი მადლობა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლას, რომ მოსწავლეთა და მეთვალყურეთა სრულყოფილი მუშაობისთვის კარგი პირობები შექმნეს. წარმატებას ვუსურვებ ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილეებს.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“