

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ძი იენჩის შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისგან მოწოდებული ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკას და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ქართული ცენტრის გახსნის საკითხს. მხარეემა განიხილეს ჩინეთში ქართული პროდუქციის (ჩაი, მინერალური წყალი და თხილი) ექსპორტის შესაძლებლობების, ასევე საქართველოში სათბურების და აბრეშუმის წარმოების განვითარების საკითხები.
ჩინეთის ელჩმა, ძი იენჩიმ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთის სანდო პარტნიორია. ელჩმა ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე მოთხოვნა მზარდია.
ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,