

ხვალ, 7 იანვარს, შობას, ხარაგაულში ტრადიციული ალილო გაიმართება.
დაბა ხარაგაულის ტერიტორიულ ორგანოში გამგებლის წარმომადგენლის, პაატა ფცქიალაძის ინფორმაციით, ალილო, სავარაუდოდ, დღის 12 საათიდან დაიწყება.
ხარაგაულის გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენლის, ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, დაბა ხარაგაულში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 50 ოჯახისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეიძინეს საშობაო ნობათი.
პაატა ფქციალაძე იმედოვნებს, რომ ალილოს მსვლელობაში ხარაგაულელები წელსაც აქტიურად ჩაერთვებიან შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად.
რაც შეეხება საშობაო წირვას, 6 იანვარს, საღამოს ათ საათზე დაიწყება ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი