

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა ახალგარემონტებულ შენობაში შესაბამისი ავეჯის – სამკითხველო დარბაზისთვის სკამებისა და წიგნების თაროების შეძენის შემდეგ გადავა.
ბიბლიოთეკის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, წელს ბიუჯეტში ბიბლიოთეკის ავეჯის შესაძენად 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.
„იანვრის ბოლოს ველოდებით თანხის ჩარიცხვას და, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ახალ შენობაში გადავალთ,“ – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი.
მისივე თქმით, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ახალ შენობაში ყოველდღე ფუნქციონირებს ინოვაციების ცენტრი.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი შენობა გასული წლის აგვისტოში, ვადაზე ადრე, 83 950 ლარად გაარემონტა შპს „გურომ.“
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი