

ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მოსწავლე სალომე კვირიკაშვილი ბაქოში გამართულ კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე „მომავალის ვარსკვლავები“ წარმატებით გამოვიდა და სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
ბაქოს ფესტივალს წინ უძღოდა ამავე კონკურსის ტურები თბილისსა და თურქეთის ქალაქ მარმარისში. სწორედ თბილისისა და მარმარისის ტურებზე ვოკალში გამარჯვებით მოიპოვა სალომე კვირიკაშვილმა ბაქოს ფესტივალის საგზური.
„ეს სალომეს მორიგი წარმატებაა. მიხარია, რომ მან კიდევ ერთხელ გვასახელა,“ – ამბობს ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე. მისივე ინფორმაციით, ფესტივალში სალომე კვირიკაშვილის მონაწილეობა სამუსიკო სკოლამ დააფინანსა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი