

ყველაზე უხვი ნალექი ახალ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მოვიდა. თოვლის საფარი, ნადაბურში მცხოვრები დოდო ხაჩიძის თქმით, 30 სანტიმეტრს აღწევს.
„სოფელში თოვლისგან არაფერი დაზიანებულა. გზა ნამდვილად საჭიროებს გაწმენდას. გუშინ სოფლის ტრანსპორტი ხარაგაულში ვერ წამოვიდა. ორხიდიანი მანქანები გადაადგილდებიან, „ნივაც“ შემოვიდა, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობენ მანქანები,“ – აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში დოდო ხაჩიძემ.
მაღალმთიან სოფელ ზვარეში თოვლის საფარი 10 სანტიმეტრს არ აჭარბებს. ზვარის მაჟორიტარი დეპუტატის, ვლადიმერ ტალახაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ყინულზე დაათოვა, ავტომანქანებს გადაადგილება მაინც არ უჭირთ. სოფლებს მუდმივად მიეწოდება ელექტროენერგია.
სოფელ წიფას მცხოვრები ჯილდა მახაროპულოს თქმით, გუშინ წიფაში ძლიერი ქარბუქი იყო. თოვლის საფარი წიფაში ამჟამად 30 სანტიმეტრია.
წიფაში გამგებლის წარმომადგენელის, მაია გაჩეჩილაძის თქმით, თოვლს, გარდა ყინვისა, არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. „არ შეფერხებულა ავტომობილებისა და რკინიგზის მოძრაობა. ნორმალურ რეჟიმში ვიმყოფებით ჯერჯერობით. ქარბუქი კი იყო, მაგრამ არ ყოფილა მასშტაბური და არაფერი დაზიანებულა,“ – ამბობს მაია გაჩეჩილაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, ჩხერიმელას ხეობაში დიდი თოვლი არ მოსულა. მისივე თქმით, წიფაში იმაზე ნაკლები რაოდენობითაა თოვლი, ვიდრე დაბა ხარაგაულში.
„ყველაზე უხვი ნალექი მოვიდა ნადაბურში. იქ ორხიდიანი მანქანებით გადაადგილება არ უჭირთ. დაბა ხარაგაულში, ძირულისა და კიცხის მიმართულებით გზები გაწმენდილია. მოყინულ გზებზე დაათოვა და ამიტომ ქვიშიანი მარილი დავაყარეთ. კიცხში, მდინარაძეების უბანში, გარდაცვლილია და ოჯახიდან დაგვიკავშირდნენ, – ითხოვენ გრეიდერის გატარებას სასაფლაომდე. ბაზალეთში ითხოვენ მოასფალტებული საავტომობილო გზის გაწმენდას.
ადმინისტრაციულ ორგანოებში გამგებლის წარმომადგენლები გაფრთხილებულები არიან, – თუ რაიმე პრობლემა იქნება, დაგვიკავშირდნენ. ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა.
სინოპტიკოსები წვიმასა და ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ,“- აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში პაატა გოგოლაძემ.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“