

29 დეკემბერს დასრულდა საახალწლო ღონისძიებები ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში.
დღეს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში მიწვეულ სტუმრებს 5-6 წლიანთა ჯგუფმა „ბომბორამ“ უმასაპინძლა.
ორიგინალური სცენარით წარდგნენ პატარები მაყურებლის წინაშე.
სცენები მიუზიკლიდან „ვერის უბნის მელოდიები,“ ლამაზი საახალწლო ლექსები და სიმღერები დადებით ემოციას იწვევდა დარბაზში.
ფიფქიამ და თოვლის ბაბუამ სტუმრობით კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს ზეიმი.
ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა, აღსაზრდელთა მშობლებმა, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექციამ მადლობა გადაუხადეს აღმზრდელებს მაია დევდარიანს, ეკა ტაბატაძეს, ეკა ჩეკურიშვილს, თამარ ოსანაძეს, ლენა ტაბატაძეს პატარებზე გაწეული ამაგისათვის.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების