„ჩვენთვის საამაყოა, რომ ოცი ხარაგაულელი კურსდამთავრებული მედლებით დაჯილდოვდა,“ – აღნიშნა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ დღეს რესურსცენტრში გამართულ დაჯილდოებაზე.

დავით კიკნაძის ინფორმაციით, ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი ყველა ხარაგაულელი კურსდამთავრებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია. სასწავლო პერიოდის გამო ჯილდოები მედალოსანთა მშობლებს გადაეცათ.

„მათი უმრავლეობა ხარაგაულში უნდა დაბრუნდეს და აქაურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაებას,“ – აღნიშნა დავით კიკნაძემ.

ხარაგაულელ სტუდენტებს, მათ მშობლებსა და სკოლების დირექტორებს წარმატება მიულოცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ.

„ბევრი შრომა სჭირდება ამ შედეგს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მომავალ ცხოვრებაში ხარაგაულელი ახალგაზრდები ღირსეულ ადგილს დაიკავებენ,“ – აღნიშნა გამგებელმა.

ირინე ჩხეიძის თქმით, ხარაგაულის საგანმანათლებლო სისტემა ყოველთვის წარმოჩენილი იყო საქართველოში. „ხარაგაულელი სტუდენტები არიან წარჩინებულები, მოტივირებულები, განათლებულები და ნაკითხები,“ – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ.

ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
ანა დეკანოსიძე, შალვა აბაშიძე, მარიამ მიქაბერიძე (ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია);
მარიამ ხიჯაკაძე (ბორის საჯარო სკოლა);
მაია გვრიტაძე, ირაკლი ტაბატაძე (კიცხის საჯარო სკოლა);
მარიამ თხელიძე (ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა);
ნოდარ ხიჯაკაძე (ვარძიის საჯარო სკოლა).

ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ:
ანა თავზარაშვილი, თამარ ჩხიკვაძე (ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია);
დოდო ჩაჩანიძე, ფოთოლა ბერაძე (ხიდარის საჯარო სკოლა);
ჯაბა ხაჩიძე, ალიკა კურტანიძე, გიორგი კურტანიძე (ხევის საჯარო სკოლა);
გიორგი ტაბატაძე, ანა მდინარაძე, ლელა შავიძე, ნია გამრეკელაშვილი, ეკატერინე ავალიშვილი (კიცხის საჯარო სკოლა).

ხიდრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ფოთოლა ბერაძემ აღნიშნა, რომ მისთვის მედლით დაჯილდოება ძალიან დიდი სიხარული და პასუხისგებლობაა. „უნდა გავამართლო მშობლების, სკოლისა და პედაგოგების იმედები. მჯერა, მივაღწევ წარმატებას და გამოვადგები ჩემს სოფელსა და ხარაგაულს.“

medalosnebis_dajildoeba-4 medalosnebis_dajildoeba-3 medalosnebis_dajildoeba-2