

ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებითა და მამუკა არევაძის თაოსნობით სპორტულ დარბაზში ანზორ მაღრაძის სახელობის სარაიონთაშორისო ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში.
ტურნირში რვა მუნიციპალიტეტის მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.
ჩვენმა მოჭიდავეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს და წონითი კატეგორიების მიხედვით ჩემპიონები გახდნენ:
გელა ბასილაშვილი (35 კგ.), დავით გელაშვილი (50 კგ.), დიმიტრი გელაშვილი (54 კგ.), შოთა თაბაგარი (63 კგ.), ევსემი შველიძე (69 კგ.), დათო კაკოიშვილი (100 კგ.).
პრიზიორები გახდნენ:
ზურა ტოროშელიძე (23 კგ.), რამაზი ტოროშელიძე (26 კგ.), თამაზი ლურსმანაშვილი (29 კგ.), ვაჟა მაღრაძე (32 კგ.), ნიკა ბლუაშვილი (38 კგ.), ვაჟა შარიქაძე (42 კგ.), ლუკა ვეფხვაძე (46 კგ.), ნიკა ბუხნიკაშვილი (58 კგ.), გიორგი ბუხნიკაშვილი (76 კგ.), თორნიკე გორგაძე (85 კგ.).
ტურნირს ესწრებოდნენ და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს გამოჩენილი სპორტსმენები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, ოლიმპიური თამაშების პრიზიორები: გიორგი გოგშელიძე, დავით ოთიაშვილი, გელა საღირაშვილი, კობა კაკალაძე, თედო ებანოიძე, ლაშა გიგაშვილი, გიორგი იანტბელიძე, მალხაზ ქურდიანი და სხვები.
ვეფხვია ღონღაძე
ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის პროექტების მენეჯერი
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი