

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) აგრძელებს მოსახლეობის ინფორმირებას სხვადასხვა დაავადებების შესახებ.
ბევრი დაავადების დამარცხებაა და თავიდან აცილებაა შესაძლებელი, თუკი გვექნება ამ დაავადებების შესახებ, – საიდან ვითარდება, რა რისკ-ფაქტორები არსებობს დაავადების განვითარების და ა.შ.
დაგვერწმუნეთ, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს, თუ გაითვალისწინებთ ჩვენგან შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, მცირედით მაინც შეცვლით თქვენი ჩვეული ცხოვრების წესს, უფრო ჯანსაღი ცხოვრების პრინციპით დაიწყებთ ცხოვრებას, შეიძენთ ახალ ჩვევებს, რასაც აუცილებლად დასჭირდება თქვენი ძალების მობილიზაცია და აქტიური ძალისხმევა.
ჩვენგან მოწოდებული ყველა რეკომენდაცია მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ – ყველა ადამიანს გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე და შეინარჩუნოს შრომის უნარი.
მოსახლეობის თხოვნითა და მათი აქტიური ჩართულობით დეკემბერში ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე „იცოდე შენი წნევის შესახებ“; ბაღების გაერთიანების დირექტორის, ირმა სებისკვერაძის, ორგანიზებით, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის დარბაზში გაიმართა შეხვედრა საბავშვო ბაღების გამგეებთან და თანამშრომლებთან. ლექცია-სემინარი თემაზე „იცოდე შენი წნევის შესახებ“ წარადგინა იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ ნანა ბერაძემ.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური აგრძელებს მოსახლეობის ინფორმირებას არტერიული წნევის შესახებ. ლექცია-სემინარზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“