

ხარაგაულელებს საახალწლო განწყობის შექმნა კულტურის სამსახურისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან შემოთავაზებული ღონისძიებებით შეეძლებათ.
ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, 23-29 დეკემბერს ხარაგაულის კინოთეატრში 14:00 საათზე გაიმართება საახალწლო ფილმების ჩვენება.
17 დეკემბრიდან დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება საახალწლო ღონისძიებები ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ზეიმები 12:00 საათზე იწყება.
15-29 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ნახავენ თოჯინების თეატრს „მაშა და დათვი“.
22 დეკემბერს, 13:00 საათზე, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში პროექტის „ჩვენი პატარა ხელებით“ ფარგლებში წარმოადგენენ საახალწლო აქსესუარებს.
შოთა ბუაჩიძის სახელობის ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში საახალწლო კლასიკური მუსიკის საღამო 25 დეკემბერს, 15:00 საათზე, გაიმართება.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი კინოთეატრის შენობაში „საახალწლო კარნავალს“ 29 დეკემბერს, 15:00 საათზე, შემოგვთავაზებს.
28 დეკემბერს ასევე კინოთეატრის შენობაში, 15:00 საათზე გაიმართება საახალწლო კონცერტი.
30 დეკემბერს საახალწლო კარნავალს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები წარმოგვიდგენენ კინოთეატრის შენობაში, 15:00 საათზე.
ხარაგაულში უკვე გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის „იბერი“ კონცერტი. კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრმა კი სპექტაკლი წარუდგინა ზვარელ ბავშვებს.
თინათინ გელაშვილი
ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,