

ხარაგაულისა და ჭიათურის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა, რომელშიც პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი, შალვა კიკნაველიძე, ნოდარ ებანოიძე, ოთარ ჩრდილელი და ანი მიროტაძე მონაწილეობდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ახალგაზრდებმა თავიანთ მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებულ საკითხებზე დეპუტატებისგან მოისმინეს ინფორმაცია 2015 წელს განხორცილებული და 2016 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ახალგაზრდები გაეცნენ პარლამენტის საქმიანობის ძირითად პრინციპებს და საპარლამეტო კომიტეტების საქმიანობას.
ახალგაზრდული საკრებულოების წევრებმა დეპუტატებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის შესახებ და ისაუბრეს მათ მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზე. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო გეგმებს, რომლის განხორციელებაც იგეგმება პროექტის ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
„ეს არის რიგით მესამე შეხვედრა პარლამენტის წევრებთან. იმერეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები უკვე შეხვდნენ უმრავლესობის დეპუტატებს. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. ახალგაზრდული საკრებულოს წევრები ყველა მუნიციპალიტეტიდან პერიოდულად შეხვდებიან პარლამენტის წევრებს და პირადად შეეძლებათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან,“ – აცხადებს „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი