

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „რეგიონული მედია ახალგაზრდების ინფორმირებისა და განათლებისთვის“.
პროექტის დირექტორმა, ნატო გუბელაძემ პროექტის შედეგები მონაწილეებთან ერთად შეაჯამა. მან და რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია ბობოხიძემ მედიის წარმომადგენლებს პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებული იყო კონკურსი „ინფორმირება ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის.“ კონკურსში გაიმარჯვა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტმა ნინო კაპანაძემ.
მედია პროექტის გამარჯვებულები არიან ასევე ჟანა მეგრელიშვილი (გაზეთი „გურია ნიუსი“), გიორგი გირკელიძე (გაზეთი „21-ს ქვევით“), ნატალია ცისკარიშვილი (გაზეთი „კახეთის ხმა“), ნინო ბექაური (გაზეთი „დიდგორელები“). ესეების კონკურსის გამარჯვებულია ბათუმელი ანი დოლიძე. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
პროექტის მონაწილე ყველა ჟურნალისტს სამახსოვრო საჩუქრები და დიპლომები გასცეს. რეგიონული მედიის ასოციაციამ საახალწლო საჩუქრები გადასცა რეგიონული მედიის გაზეთების რედაქტორებსა და გამომცემლებს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი