

„ამ საღამოს მე ვიყავი იმერეთში. არაჩვეულებრივი სპექტაკლი ვნახეთ. ძალიან დამღლელი დღის შემდეგ ეს იყო შესანიშნავი განტვირთვა. მერწმუნეთ, ასეთი საღამოები თბილისში ძალიან გვჭირდება,“ – აღნიშნა რეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის თბილისში გამართული სპექტაკლის „დარისპანის გასაჭირის“ შემდეგ.
რეჟისორ ირინე ჩხეიძის თქმით, სპექტაკლზე თბილისში მცხოვრები ხარაგაულელები, თეატრის მეგობრები და მოყვარულები მიიწვიეს.
მონატრებულ ხარაგაულელებთან და თბილისელ მაყურებელთან შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი გამოდგა.
„დღეს კიდევ ერთხელ მოვიხიბლე ჩემი შეუდარებელი მეგობრის ნიჭიერებით. ვამაყობ შენით, ირინე,“ – სოციალურ ქსელში დაწერა შორენა ჭუმბურიძემ.
ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლმა „დარისპანის გასაჭირი“ წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე გაიმარჯვა ნომინაციაში ,,ანსამბლური სპექტაკლი.“ მართას როლის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებისთვის კი დაჯილდოვდა ირინე ჩხეიძე.
ოქტომბერში გორში გამართულ სახალხო თეატრების ფესტივალში „დარისპანის გასაჭირმა“ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი,“ მსახიობმა ლუიზა კიკნაძემ კი მაყურებლის სიმპატიის პრიზი დაიმსახურა.
მომავალშიც მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრს.
შოთა ლომიძის ფოტორეპორტაჟი
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“