ხარაგაულში კინოთეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დასრულდა პირველი ეტაპი, რაც ნგრევით სამუშაოებს ითვალისწინებდა. დღედღეზე დაიწყება მეორე ეტაპი, მიშენებება და კეთილმოწყობა.
ხარაგაულის კინოთეატრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით საქმეთმწარმოებელს ავთანდილ კახიძეს. მისი ინფორმაციით, პროექტი და ხარჯთაღრიცხვა არ იყო შესაბამისობაში და კეთდება ახალი პროექტი. ამის შემდეგ განაახლებენ მუშაობას.
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „იბერია 21“. საბოლოო ჯამში, ეს იქნება თეატრი 400 მაყურებლისთვის. გარეგნულად არაფერი შეიცვლება. ამ შენობას გაუკეთდება რეკონსტრუქცია, გალამაზდება. გათვალისწინებულია მიშენება. თეატრს ექნება სარეპეტიციო, საგრიმიორო ოთახები და ა.შ.
ხარაგაულის კინოთეატრის რეკონსტრუქცია პირველ ეტაპზე დაფინანსებული იყო 29 000 ლარით. ეს თანხა უკვე გახარჯულია. მეორე ეტაპისთვის გამოცხადდა 85 000 ლარიანი ტენდერი. ტენდერში გავიმარჯვეთ 82 000 ლარად. მეორე ეტაპი დასრულდება აგვისტოს ბოლოს და დაიწყება მესამე ეტაპი – შენობა საბოლოო სახეს მიიღებს.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი