

ხარაგაულში, ცენტრალური ბიბლიოთეკის ახალ შენობაში, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.
ინოვაციების ცენტრი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ, იმერეთის მხარისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გახსნეს.
ირაკლი ქაშიბაძის ინფორმაციით, საქართველოში 500 ასეთი ცენტრი შეიქმნება.
ხარაგაული რომ ამ მხრივ პირველია, ამ ფაქტს ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ნიკო მაჭავარიანი დიდ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრი იქნება ღია სივრცე, სადაც მომხმარებლებს, – სკოლის მოსწავლეებსა და უფროსი ასაკის დაინტერესებულ ადამიანებს, – შესაძლებლობა ექნებათ გამართონ შეხვედრები, დისკუსიები, იმუშაონ ჯგუფურად; ისარგებლონ 3 D პრინტერით, lego robotics, არდუინოს, Littlebits მოწყობილობებით; ცენტრში არსებული ლეპტოპებით.
ინოვაციების ცენტრში შესაძლებელი იქნება ვიდეოკონფერენციების პირდაპირი გაშუქება. 21 დეკემბერს დაგეგმილია „ახალგაზრდული ინოვაციების სამიტი,“ რაც პირდაპირი ეთერით გაშუქდება ინოვაციების ცენტრში.
2016 წლის იანვრიდან ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში დაგეგმილია ტრენინგები სოციალურ მედიაში, – როგორ მუშაობს ინტერნეტი, რისგან შედგება ვებგვერდი, რა არის HTML, რა არის მასმედია, რა არის სოციალური მედია, ბეჭდვითი მედია, სახალხო ტელევიზია, ინტერნეტი, ბლოგის ფუნქციონირების პრინციპები, facebok – როგორ გავაფართოვოთ ფეისბუქის შესაძლებლობები.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი, გადამზადებული სპეციალისტი, ლიკა დევდარიანი ამბობს, რომ ცენტრში მსურველები შეისწავლიან კომპიუტერული პროგრამების ზოგად კურსს, დაგეგმილია ვიდეოლექციები და სემინარები თემებზე: ბიზნეს დაგეგმარება, კულტურა, ხელოვნება, სოციოლოგია, დროის მენეჯმენტი, საჯარო ლექციები, პროგრამირება, სამოქალაქო განათლება.
ამ ცენტრში შესაძლებელი იქნება დისტანციური სწავლება, დისტანციური დასაქმების პლათფორმებთან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სერვისებთან წვდომა.
მომხმარებლებს გაუწევენ კონსულტაციებს იდეებისა და პროექტების ჩამოსაყალიბებლად, დაეხმარებიან სხვადასხვა სფეროს შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, მთავრობისგან დაგეგმილი პროექტების, სახელმწიფო გრანტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.
ვიმედოვნებთ, რომ ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრი ჩვენი საზოგადოების განვითარების რეალურ შესაძლებლობად იქცევა.
შოთა ლომიძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“