

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ხვალ თბილისში გამართავს სპექტაკლს „დარისპანის გასაჭირი.“
სპექტაკლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II სასწავლო კორპუსის III სართულზე, თეატრ-სტუდია „მოდი-ნახეს“ დარბაზში გაიმართება.
„სპექტაკლზე ვიწვევთ თბილისში მცხოვრებ ხარაგაულელებს, ჩვენი თეატრის მეგობრებსა და თეატრის ყველა მოყვარულს, – ამბობს რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – ყოველთვის მნიშვნელოვანია მონატრებულ ხარაგაულელებთან შეხვედრა. სპექტაკლის შემდეგ გრძელდება ხოლმე მათთან მონატრების საღამო.“
ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლმა „დარისპანის გასაჭირი“ წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, გაიმარჯვა ნომინაციაში ,,ანსამბლური სპექტაკლი.“ მართას როლის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებისთვის კი დაჯილდოვდა ირინე ჩხეიძე.
ოქტომბერში გორში გამართულ სახალხო თეატრების ფესტივალში „დარისპანის გასაჭირმა“ გაიმარჯვა ნომინაციაში ,,საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი.“
ხარაგაულის სახალხო თეატრი გელით ხვალ, 15 დეკემბერს, 19 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II სასწავლო კორპუსის III სართულზე. მისამართი: კოსტავას ქ. N 69.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი