

„ხარაგაულკეთილმოწყობის“ გაფიცულ თანამშრომლებს, მათივე მოთხოვის საფუძველზე, ახალი დირექტორი წარუდგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.
14 დეკემბერს გამგებლის ბრძანებით „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორად ნოდარი სხილაძე დაინიშნა. მან, გამგებლის ბრძანებით, ფაქტობრივად, ადგილი გაუცვალა „ხარაგაულკეთილმოწყობის“ რამდენიმე დღის წინ დანიშნულ დირექტორს თემური ფურცელაძეს. თემური ფურცელაძე დღეიდან „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორის თანამდებობას დაუბრუნდა.
ახალი დირექტორის წარდგენისას „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლებს გააცვნეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომელიც 14 დეკემბერს გაფორმდა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ კავშირს (თავმჯდომარე ნუგზარი ჭინჭარაული), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა (გამგებელი კობა ლურსმანაშვილი) და ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორ ნოდარი სხილაძეს შორის.
ამ მემორანდუმის თანახმად, გაფიცულ თანამშრომლებს გაფიცვის პერიოდში, – 7 დეკემბრიდან 14 დეკემბრამდე, – არ უნდა შეეზღუდოთ შრომითი ანაზღაურება;
ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორის ბრძანებით დასაქმებულ თანამშრომლებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება 2015 წლის 1 იანვრიდან არანაკლებ 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
შეგახსენებთ, რომ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომლები აპროტესტებდნენ დირექტორის, მიხეილ ჭიპაშვილის, თანამდებობიდან გათავისუფლებას და ამავე დროს საკუთარი შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევას (იძულებითი უხელფასო შვებულება, სამსახურიდან დათხოვნა, ხელფასების შემცირება).
მიხეილ ჭიპაშვილი თავს უკანონოდ გათავისუფლებულად თვლის და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს.
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი