ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალდანიშნულმა დირექტორმა ალექსანდრე ბარბაქაძემ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის (თავმჯდომარე გია არევაძე) სხდომაზე საუბარი დაფინანსების სიმწირით დაიწყო და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დაფინანსება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ პროცენტს უნდა შეადგენდეს. მისივე თქმით, ყველა პროგრამის სრულყოფილად განხორციელებას 90 ათასი ლარი სჭირდება. ახლახან ჯანდაცვის ცენტრს სამი პროგრამა დაემატა: თამბაქოსთან და ჰიპერტენზიასთან ბრძოლის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მონიტორინგის. ამ პროგრამების დაფინანსება კი ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს აუცილებლად ესაჭიროება ავტომანქანა, რითაც დაიზოგება მგზავრობის თანხა.
ამჟამად ორგანიზაცია ავარიულ შენობაშია განთავსებული, სადაც არ არის სველი წერტილი და არ მიეწოდება წყალი. ალექსანდრე ბარბაქაძის ინფორმაციით, მან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას – საკრებულოსა და გამგეობას წარუდგინა მოთხოვნები. მისივე თქმით, მალე მოგვარდება როგორც შენობის, ისე ავტომანქანის გადაცემის საკითხი. ივნისიდან, შესაძლოა, ჯანდაცის ცენტრის დაფინანსება გაიზარდოს.
სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ პროფესიონალი და საქმისადმი ინტერესიანი პიროვნების, ალექსანდრე ბარბაქაძის, დანიშვნა ჯანდაცვის ცენტრის დირექტორად მნიშვნელოვნად გამოასწორებს ამ სფეროში არსებულ ხარვეზებს.
ხარაგაულის სახალხო თეატრი თურქეთში ფესტივალზე მიემგზავრება
ეს ინფორმაცია ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორმა ვასილ კიკნაძემ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებს (თავმჯდომარე გია არევაძე) 27 მარტს კომისიის სხდომაზე მიაწოდა. მისივე თქმით, ფესტივალში მონაწილეობისთვის თანხის ნახევარს თურქეთის მხარე აფინანსებს, 3 ათასი ლარით თეატრს კულტურის სამინისტრო ეხმარება, ხოლო 2 500 ლარს კულტურის ცენტრი გაიღებს. დასი ფესტივალზე წარადგენს სპექტაკლს „თანამდევი სული.“
კულტურის ცენტრის დირექტორის, ვასილ კიკნაძის თქმით, ხარაგაულის კულტურის ცენტრის შენობის რემონტისთვის გათვალისწინებული 30 ათასი ლარით გარემონტდება რეკვიზიტების შესანახი ოთახი, კოსმეტიკური რემონტი ჩატარდება ორ ოთახში და შეიცვლება დარბაზის ჭერი.
მიმდინარე წელს კულტურის ცენტრი მრავალ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობს ხარაგაულელებს. კერძოდ, მალე თოჯინების თეატრი მორიგ პრემიერას შემოგვთავაზებს. 26 მაისს გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, ივნისში ჩატარდება ქორეოგრაფიული ფესტივალი, დაგეგმილია „ოდილას“ კონცერტი, ზაფხულზე – გასვლითი კონცერტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, შემოდგომაზე გაიმართება სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების ერთობლივი კონცერტი, ხოლო წლის ბოლოს – ტრადიციული საახალწლო კონცერტი.
სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სახალხო და თოჯინების თეატრები წარმატებით საქმიანობენ.
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან