

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, 13 დეკემბერი, ხარაგაულში მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსის, მელქისედეკის (ხაჩიძე) სამეუფეო წირვით აღინიშნა.
„დღეს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრისა და, ფაქტობრივად, მთელი ხარაგაულისთვის, დიდი დღესასწაულია, – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა ქადაგებისას, – მოციქული ანდრია უფალმა პირველი მიიწვია თავისთან. შემდეგ უკვე თავად ანდრია მოციქულმა იქადაგა საქართველოში ქრისტიანობა და ჩვენი ერი დააყენა ღვთის გზაზე.
დღეს არის ხსენება წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალისა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალისთვის. მისი უდიდესი ღვაწლის შედეგია, რომ დღეს საქართველოს ეკლესია დამოუკიდებელია. ჩვენი ერი ყოველთვის გოლგოთას გზაზე მიდიოდა, ეწამებოდა ქრისტესთვის. ჯვარცმას ყოველთვის მოსდევს აღდგომა და ამაღლება. როგორი დიდი წყალობაა, როცა ასეთი უდიდესი წმინდანები არიან ჩვენი მეოხნი.
საქართველოს ეკლესიას ჰყავდა უდიდესი მოღვაწე ამბროსი ხელაია, რომელმაც, იმის მიუხედავად, რომ რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა საქართველო, საერთაშორისო კონფერენციას მისწერა წერილი ოკუპანტების ჯარების გაყვანის მოთხოვნით. ის შეიპყრეს და საპყრობილეში ჩასვეს. სასამართლოზე მან თქვა, – „ჩემი სული ეკუთვნის ღმერთს, გული სამშობლოს, სხეულს, რაც გინდათ, ის უყავითო.“ დღესაც ჩვენ გვიწევს ბრძოლა ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიისთვის და ამ ბრძოლაში თითოეული თქვენგანი მონაწილეობთ.
გილოცავთ ანდრია მოციქულის ხსენების დღეს. ღმერთმა დალოცვილები გამყოფოთ ამ ტაძრის მრევლი. შევთხოვ უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულს და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს, რომ თქვენი მეოხნი იყვნენ ღვთის წინაშე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეპარქია, ჩვენი სამშობლო.
საუკეთესო სურვილებით გილოცავთ წინასწარ დამდეგ შობა-ახალ წელს.
იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.“
მეუფე მელქისედეკმა განსაკუთრებულად მიმართა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მასწავლებლებს, რომელთაც რამდენიმე თვეა, ხელფასი არ მიუღიათ.
„მე, როგორც მღვდელმთავარი ამ ეპარქიისა, შენდობას გთხოვთ, რომ ასეთ მდგომარეობაში გამყოფებთ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, სასწავლებელში სწავლის პროცესი არ ჩაშლილა. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ღვთის შეწევნით, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პრობლემას აუცილებლად მალე მოევლება,“ – აღნიშნა მეუფემ.
სამეუფეო წირვის შემდეგ მეუფე მელქისედეკმა სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ხარაგაულის ქუჩები აკურთხა.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი