

ჩუმათელეთი – მოლითი – ხარაგაული – ძირულა – ზესტაფონის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, – ამის შესახებ ინფორმაცია პარლამეტარმა ნოდარ ებანოიძემ მოგვაწოდა:
„იზრდება საავტომობილო გზის პარამეტრები. სტანდარტული, მაღალი ხარისხის გზა აშენდება. გზის სავალი ნაწილის სიგანე, 6 მეტრის ნაცვლად, იქნება 7 მეტრი. დაბა ხარაგაულის მონაკვეთზე იგეგმება დამატებით სამუშაოების ჩატარება. საავტომობილო მაგისტრალი დაბა ხარაგაულს გვერდით გაუვლის. ხარაგაულიდან ზესტაფონამდე ემატება გვირაბები.
პროექტში ცვლილებები ზრდის ბიუჯეტს 45 მილიონი დოლარიდან 70 მილიონ დოლარამდე.
ხარაგაული – ჩუმათელეთი – ზესტაფონის გზის სრულყოფილი რეაბილიტაციით რიკოთის უღელტეხილის ალტერნატივა შეიქმნება.“
რიკოთის უღელტეხილის დეტალურ დიზაინზე მუშაობა რომ იწყება, ამაზე ასევე საუბრობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი: „რთულია ზუსტად გათვალო, როდის დასრულდება საპროექტო სამუშაოები, თუმცა დასრულებისთანავე გამოცხადდება ტენდერი.“
ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, ჩუმათელეთი – მოლითი – ხარაგაული – ძირულა – ზესტაფონის საავტომობილო გზის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი