

საქართველოს კანონში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ ცვლილებებით შემოდის ახალი ცნებები ასოცირებული წევრისა და ასოცირებული წევრის შენატანი, დამატებითი საპაიო შენატანი, საერთო კრება, კოოპერაციული შემოსავალი.
დაზუსტდა ტერმინები – ეკონომიკური მონაწილეობა, საპაიო შენატანი და დემოკრატიული მართვა. ამასთან, განისაზღვრა დივიდენდის გაცემისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სარეზერვო ფონდში არსებული თანხის განკარგვის წესები.
კანონში ცვლილებით წესდება შეზღუდვა არაწევრებისგან წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვასთან და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, კერძოდ, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში არაწევრებისგან მიღებული პროდუქციის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს კოოპერატივის წლიური სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო ბრუნვის 30%-ს.
მეპაიეთა რეესტრის სავალდებულო წარმოების წესი დადგინდება სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
“გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიენიჭა გრანტის გაცემის უფლება. რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებას.
აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს კოოპერატივსა და მეპაიეებს შორის წარმოშობილი საწარმოო ურთიერთობების დარეგულირებას, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის გამართული მოდელის შექმნას, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაუჩნდებათ დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის საშუალება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში