

ნოემბერში სტიქიური მოვლენების (ძლიერი ქარი, წვიმა) შედეგების სალიკვიდაციოდ ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის N2529 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 145 000 ლარი გამოუყო.
მოსახლეობის სტიქიისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, ცენტრალური სასოფლო გზების, ხიდებისა და ხიდბოგირების აღსადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარისგან 3 დეკემბერს მიიღო ნებართვა, რომ სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები გამარტივებული წესით, ერთ პირთან მოლაპარაკებით, შესრულდეს.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელ დავით თხელიძისგან წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ნოემბერში მოსული სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას მოხმარდება 3 250 ლარი, გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას – 76 500 ლარი, დაზიანებული სახლების შეკეთებას – 43 150 ლარი, საყრდენი კედლების მოწყობას – 22 100 ლარი.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი