

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილს გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რამდენიმე ა(ა)იპ-ის გაერთიანებაზე უსაუბრია.
ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი Kharagauli.ge ავრცელებს.
„2016 წლისათვის ა(ა)იპ-ებისგან მოთხოვნილი თანხები მათგან რეალურად გაკეთებულ საქმეზე ბევრად მეტია.
„ხალხური შემოქმედების სახლს“ იმაზე მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე გასულ წლებში ჰქონდა. ამბობენ, რომ გამგებელი „ხალხური შემოქმედების სახლს“ დახურვით ემუქრება. არავის ვემუქრები, ვაპირებ დავამყარო წესრიგი. „ხალხური შემოქმედების სახლს“ საინტერესოა, რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულში თუ ჩაუტარებია რაიმე ღონისძიება.
ხარაგაულის სახალხო თეატრი აქტიურად თანამშრომლობს ა(ა)იპ „კულტურის ცენტრთან“, მათ თოჯინების თეატრით მთელი მუნიციპალიტეტი შემოიარეს, მაგრამ ეს მხოლოდ ინდივიდების დამსახურებაა.
მართალია, კულტურის სფეროში მოღვაწე ა(ა)იპ-ები მუშაობენ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. მათ აქვთ რესურსი, გავიდნენ ადმინისტრაციულ ერთეულებში და სოფლის მოსახლეობას უფრო ახლოს გააცნონ ხარაგაულის შემოქმედება – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რამდენიმე ა(ა)იპ-ის საქმიანობა გადასახედია. ამიტომ ჩვენ შევალთ საკრებულოზე ა(ა)იპ-ების გაერთიანების ინიციატივით. ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ხარაგაულში 17 ა(ა)იპი არსებობდეს“.
გამგებელს თათბირზე ასევე აღუნიშნავს, რომ გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაციით, ხარაგაულში ორ-ორ ადგილზე დასაქმებული 44 ადამიანი გამოვლინდა.
„მომავალი წლიდან ასე აღარ იქნება. არ შეიძლება ერთი პიროვნება იყოს დასაქმებული ორ სამსახურში და სხვას ერთიც არ ჰქონდეს“, – ამბობს ხარაგაულის გამგებელი.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“