ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებული შეიცვალა. ნადაბურში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად გიორგი შუბითიძე დაინიშნა, ხევში – გელა კოპაძე, ხუნევში – კოტე ლომიძე, ღორეშაში – იური მჭედლიძე, ვარძიაში – შალვა ხიჯაკაძე, ხიდარში – ბადრი ბერაძე, დ. ხარაგაულში – გივი თხელიძე, მოლითში – სპარტაკ ლაცაბიძე, ვახანში – ზვიად არევაძე, საღანძილეში – კობა ყრუაშვილი, ფარცხნალში – ნიკოლოზ ბირკაძე, ლაშეში – ზურაბ კვინიკაძე. რწმუნებულები შეიცვალენ ლეღვანსა (ლევან შარიქაძე) და წიფაში (გელა გუდაძე) და ისინი სპეციალისტებად დაინიშნენ. წიფის რწმუნებულია მაია გაჩეჩილაძე, ხოლო ლეღვნის – გელა მაღრაძე.
საკადრო ცვლილებები განხორციელდა გამგეობის სამსახურებშიც. ახალშექმნილი შესყიდვების სამსახურის უფროსად დაინიშნა დავით დევდარიანი, რომელიც მანამდე გამგებლის მრჩევლად მუშაობდა. შესყიდვების სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნა არჩილ ლურსმანაშვილი. მის ადგილზე – ეკონომიკის სამსახურის წამყვან სპეციალისტად დანიშნულია უჩა ბერაძე. ის ამავე დროს ასრულებს შვებულებაში მყოფი გამგებლის მოადგილის, ლაშა ნიქაცაძის, მოვალეობას. გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსად დაინიშნა ლია ფცქიალაძე, ამავე სამსახურის წამყვან სპეციალისტად – ომარ გაგოშიძე. გამგებელს კიდევ ერთი მოადგილე ჰყავს და ამ თანამდებობაზე მიხეილ ჭიპაშვილი დაინიშნა.
გამგებლის მრჩევლის თანამდებობა გივი თავზარაშვილმა დაიკავა.
როგორც გამგებელი ცოტა ხნის წინ აღნიშნავდა, რწმუნებულები კონკურსის წესით უნდა დანიშნულიყვნენ. ჩვენს შეკითხვაზე, რა არის ამ გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, გამგებელმა გვიპასუხა: „გადაწყვეტილება არ შეცვლილა და კონკურსი ყოველ მიზეზგარეშე ჩატარდება. ტექნიკური ხასიათის საკითხებს თვენახევარი-ორი თვე დასჭირდება. ჩემი სურვილია, რომ ხარაგაულში კონკურსი არ ჩატარდეს შიდა რესურსებით. ვეძებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, რომელიც აიღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, ექნება გამოცდილება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კონკურსი იქნება ორეტაპიანი – ტესტირება და გასაუბრება. კონკურსი შეეხება გამგეობის საშტატო განრიგის ყველა თანაშრომელს. შესაძლოა, საკრებულოს საშტატო განრიგისაც, თუ ექნებათ ამის სურვილი. ივლისამდე მაქვს უფლება, კონკურსი სავალდებულო არ გავხადო, მაგრამ ვინაიდან მე დეკლარირებული მქონდა კონკურსის ჩატარება, ივლისს არ ველოდები.
რაც შეეხება რმუნებულების შეცვლას კონკურსის მოახლოების წინ, გეტყვით, დავიწყეთ შეხვედრები მოსახლეობასთან და მათ შორის იმ პოზიციითაც, რომ ხალხს გამოეხატა აზრი რწმუნებულებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრგან ამ საკითხმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოსახლეობაში. ჩვენ ვერ შევუწყობდით ხელს, რომ რწმუნებულების საკითხი მოსახლეობაში დაპირისპირების საბაბი გამხდარიყო. შეხვედრებზე გამოჩნდა ისიც, რომ მოსახლეობა უპირისპირდებოდა რწმუნებულს იმ პოზიციითაც, თითქოსდა ის გასული წლების განმავლობაში არ ასრულებდა პირნათლად მოვალეობას. ამის გაანალიზება გახდა რწმუნებულების განცხადებების დაწერის მიზეზი. გავიარეთ კონსულტაციები, ავწონ-დავწონეთ ყველაფერი. გამოცდილი რწმუნებულები, რომელთაც გავესაუბრეთ, არ გაგვითავისუფლებია და მივეცით შანსი, იმუშაონ სპეციალისტებად. საკადრო ცვლილებებს იმიტომ არ მოჰყოლია უკმაყოფილება და ხმაური, რომ ძალიან მალე კონკურსი ჩატარდება და ყველას მიეცემა კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა. ეს ჩვენ ყველას კარგად ავუხსენით.“
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან