

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს უარი უთხრა სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებაზე დაზიანებული ავტომანქანის – Hyundai Tucson სახელმწიფო ნომერი NBM 001 – შესაკეთებლად.
სააგენტოს პასუხში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტისგან მიწოდებული ინფორმაცია ვერ ადასტურებს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ ვითარებას და ამ ვითარების გამომწვევი მიზეზების არსებობას.
ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვის განხორციელებაზე უარის მიღების შემდეგ, 27 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი. სატენდერო წინადადებები 1 დეკემბრიდან 3 დეკემბრამდე მიიღება.
ავტომანქანა – Hyundai Tucson სახელმწიფო ნომერი NBM 001 – შესაკეთებლად ტენდერი 1 270 ლარზე გამოცხადდა.
შემსყიდველი ორგანიზაციები პირველი ნოემბრიდან ვალდებულები არიან, გამარტივებული შესყიდვის ნებართვა, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მიიღონ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში